ბრეთის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიებები ჩატარდა
16-07-2018
ბრეთის საჯარო სკოლაში 2017-2018 სასწავლო წელს მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიებები ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა ღონისძიება - „რა ლამაზად შემოსულა გიორგობისთვეო“. მოსწავლეებმა მაყურებლის წინაშე მინი სპექტაკლი გაითამაშეს და ლექსები წაიკითხეს.
სკოლის მოსწავლეები მნიშვნელოვან თარიღებსაც აქტიურად აღნიშნავენ. დედის დღეს მოზარდებმა ღონისძიება - „დედა სიცოცხლე და გაზაფხული“ მიუძღვნეს. სკოლის აღსაზრდელებმა თემატური ლექსები წაიკითხეს და მუსიკალური ნომრები შეასრულეს.
მოსწავლეები ხშირად დადიან სასწავლო შემეცნებით ექსკურსიებზეც. იხილეთ ფოტოები
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის