„ვულოცავ, სკოლას, მშობლებსა და ჩვენს მოსწავლეებს“- ქვენობნის საჯარო სკოლაში ეროვნულ გამოცდებზე კურსდამთავრებულთა შედეგებით ხარობენ
29-07-2026

დღეს, ერთიანი ეროვნული გამოცდების წინასწარი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლიდან წელს ეროვნულ გამოცდებზე ორი აბიტურიენტი გავიდა და სასურველი შედეგები აჩვენა. 

თამარ ჯინჭარაძემ ქართულ ენასა და ლიტერატურაში 56 ქულა მოიპოვა,  ქიმიაში კი - 50. თეკლა კეშელავამ კი ქართულ ენასა და ლიტერატურაში 50 ქულა მიიღო.

სკოლაში კურსდამთავრებულთა შედეგებით ხარობენ. 

სკოლის დირექტორი მარინა ცინცაძე აბიტურიენტებს, მათ მშობლებსა და მთელ სასკოლო საზოგადოებას მოსწავლეთა წარმატებას ულოცავს და კურსდამთავრებულებს სასურველ უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვას უსურვებს. 

„ძალიან გახარებული ვართ ვულოცავ სკოლას, მშობლებსა და ჩვენს მოსწავლეებს, მუდამ წარმატებული გზებით ევლოთ პატივისცემით, სკოლის დირექტორი მარინა ცინცაძე“,- ვკითხულობთ სკოლის ხელმძღვანელის წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203