
თბილისის N36 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მე-4 კლასის წარმატებით დამთავრება ღონისძიებით აღნიშნეს.
მე-4ა კლასის მოსწავლეები ლამაზი ღონისძიებით დაემშვიდობნენ პირველ მასწავლებელს და ნაყოფიერი ოთხი წელიწადი შეაჯამეს.
მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარადგინეს და მასწავლებლებს, მშობლებსა და სტუმრებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს. მოსწავლეებმა წარმატებით წარმოაჩინეს ის ცოდა და უნარები, რაც ამ ოთხი წლის მანძილზე შეიძინეს და დამრიგებელი სიამაყით აავსეს.
ღონისძიება სავსე იყო სიხარულით, მადლიერებითა და ლამაზი ემოციებით.
ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა სიმბოლურად, აკადემიური ქუდები ცაში აყარეს და სასკოლო ცხოვრების ეს უმნიშვნელოვანესი ეტაპი დიდი ზარ-ზეიმით დააგვირგვინეს.