თბილისის №64 საჯარო სკოლაში, პედაგოგთა პროფესიული გაძლიერების მიზნით, ტრენინგი ჩატარდა
29-07-2026

თბილისის №64 საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებას არასდროს წყვეტენ. 

ივნისის მუწურულს სკოლაში გაიმართა ტრენინგი თემაზე - „მარტივი ენა“, რომელიც პედაგოგთა პროფესიული გაძლიერების მიზნით ჩატარდა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ტრენინგი ხელს უწყობს სწავლების ინდივიდუალური მიდგომებისა და ეფექტური სტრატეგიების განვითარებას, რაც სასწავლო პროცესში ყველა მოსწავლის ჩართულობასა და მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

ტრენინგი ჩაატარეს მანდატურის სამსახურის ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების ცენტრის სპეციალისტებმა.

ტრენინგს ხელმძღვანელობდა კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების სპეციალისტი სოფიო ნადირაძე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203