
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლამ კიდევ ერთი ღირსეული თაობა დააფრთიანა.
სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. გაიმართა გრანდიოზული გამოსაშვები ღონისძიება, რომელმაც სკოლაში საოცარი ემოციები დაატრიალა.
კურსდამთავრებულებმა სასკოლო ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები გაიხსენეს და დირექციასა და პედაგოგებს მათ სწავლა-განათლებაში ჩადებული ფასდაუდებელი შრომისთვის მადლობა გადაუხადეს. იყო ბევრი ემოცია და სევდანარევი სიხარული.
დირექციამ და პედაგოგებმა ახალგაზრდები დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე დიდი სიყვარულით გააცილეს და საუკეთესო სურვილები გაატანეს.
იხილეთ ვიდეომასალა:
იხილეთ ვიდეო