დაბა ურეკის საჯარო სკოლაში მომავალ პირველკლასელებს საზეიმოდ უმასპინძლეს
29-07-2026

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის საჯარო სკოლა, დირექტორის - ინეზა კუნჭულიას ხელმძღვანელობით , მომავალ თაობას ხარისხიან განათლებასა და მრავალმხრივ განვითარებას სთავაზობს.

სკოლაში ახალი თაობის მისაღებად უკვე ემზადებიან და მათ სასწავლო მოტივაციაზე ზრუნავენ. დირექტორმა და პედაგოგებმა მომავალ პირველკლასელებს საზეიმოდ უმასპინძლეს.

ბაღის აღსაზრდელებმა გაიცნეს სკოლის დირექტორი და მომავალი მასწავლებლები, დაათვალიერეს სასწავლო გარემო. 

სკოლის ხელმძღვანელმა და პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები.

„სკოლაში დიდი სიყვარულით ველით მომავალ პირველკლასელებს, ჩვენთვის სექტემბერი იწყება თქვენით“,- აღნიშნავენ სკოლაში და პატარებს საინტერესო საგანმანათლებლო მოგზაურობას ჰპირდებიან. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203