შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ქართული ენისა და ლიტერატურის, ოსური ენის, ისტორიის, ქიმიის, მათემატიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და სამოქალაქო განათლების პირველადი შედეგები, მაქსიმალური ქულები და მინიმალური გამსვლელი ქულები გამოაქვეყნა.
ქართული ენისა და ლიტერატურის მაქსიმალური ქულაა 60, მინიმალური გამსვლელი ქულა კი - 15 ქულაზე მეტი.
ოსური ენის მაქსიმალური ქულაა 60, მინიმალური გამსვლელი ქულა კი - 15 ქულაზე მეტი.
ისტორიის ტესტის მაქსიმალური ქულაა 60, მინიმალური გამსვლელი ქულა კი - 15 ქულაზე მეტი.
ქიმიის ტესტის მაქსიმალური ქულაა 63, მინიმალური გამსვლელი ქულა - 16.
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ტესტის მაქსიმალური ქულაა 70, მინიმალური გამსვლელი ქულა - 18.
სამოქალაქო განათლების ტესტის მაქსიმალური ქულაა 60, მინიმალური გამსვლელი ქულა -16.
მათემატიკის ტესტის მაქსიმალური ქულაა 51, მინიმალური გამსვლელი ქულა - 10.2-ზე მეტი.