ალერტკარის საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა ჰამლეტ გონაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებას საინტერესო პროექტი მიუძღვნეს
29-07-2026

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლაში 2025-2026 სასწავლო წელი წარმატებით წარიმართა. პედაგოგები სწავლებისას მიმართავდნენ სხვადასხვა სასწავლო მეთოდებსა და სტრატეგიებს და წარმატებით მიაღწიეს ეროვნულ სასწავლო მიზნებს. 

აღსანიშნავია, პროექტებით სწავლება, რომელიც მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და ინტერესით წარიმართა. 

მათ შორის, განხოეციელდა შემოქმედებითი პროექტი - რომელიც ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეული წარმომადგენელის -ჰამლეტ გონაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებას მიეძღვნა. საინტერესო და შემეცნებითი პროექტი მეოთხე კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ჰამლეტ გონაშვილის ბიოგრაფიასა და შემოქმედებით მემკვიდრეობაზე ისაუბრეს, წარმოაჩინეს მისი განსაკუთრებული წვლილი ქართული ხალხური მუსიკის განვითარებასა და პოპულარიზაციაში.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, აქტივობა მიზნად ისახავდა მოსწავლეებისთვის ეროვნული კულტურისა და ტრადიციების უკეთ გაცნობას, ასევე ქართული მუსიკალური მემკვიდრეობისადმი ინტერესისა და პატივისცემის გაღრმავებას.

„მსგავსი ნამუშევრები ხელს უწყობს ეროვნული ფასეულობების უკეთ გაცნობასა და დაფასებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203