განმუხურის საჯარო სკოლის ეკოკლუბი „თოლია“ წარმატებული გარემოსდაცვითი საქმიანობისთვის დაჯილდოვდა
29-07-2026

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის საჯარო სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბი „თოლია“, რომლის წევრებიც 2025-2026 სასწავლო წლის მანძილზე აქტიურად იყვენენ ჩართულნი მასშტაბურ გარემოსდაცვით კონკურსში - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“. ეკოკლუბელებმა კონკურსის ფარგლებში არაერთი ეკოაქტივობა განახორციელეს და ნახევარფინალში წარმატებით მოხვდნენ. 

გაიმართა „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2026“-ის შემაჯამებელი შეხვედრა, სადაც ეკოკლუბ „თოლიას“ წევრებმა ნახევარფინალურ ეტაპზე განხორციელებული აქტივობების საინტერესო პრეზენტაცია ღირსეულად წარადგინეს.

შეხვედრის ფარგლებში ეკოკლუბის წევრებსა და ხელმძღვანელ მასწავლებლებს აქტიური ჩართულობისა და გარემოსდაცვითი საქმიანობისთვის გადაეცათ სერტიფიკატები.

სკოლაში ახარებთ ეკოკლუბის წარმატებული საქმიანობა და მოსწავლეებს კონკურსში მიღწეულ წარმატებას ულოცავენ. 

„ვამაყობთ ჩვენი ეკოკლუბის წევრების მონდომებით, პასუხისმგებლობითა და გარემოზე ზრუნვისადმი მათი დამოკიდებულებით. ვუსურვებთ მათ კიდევ უფრო მეტ წარმატებას, საინტერესო პროექტებსა და ახალ მიღწევებს!

მადლობა სკოლის ადმინისტრაციას მხარდაჭერისათვის და ყველა მოსწავლესა და მოხალისეს, ვინც ამ წარმატების ნაწილი გახდა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203