გაღმა საჯიჯაოს საჯარო სკოლის ბადმინტონის კლუბი საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გახდა
29-07-2026

ილია ქვარცხავას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა საჯიჯაოს საჯარო სკოლის ბადმინტონის კლუბმა „გრიფინმა“ საქართველოს ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ამ წარმატებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ის, რომ სკოლაში სულ 25 მოსწავლე სწავლობს, თუმცა შეზღუდულმა რესურსებმა გუნდის მიზანდასახულობასა და გამარჯვებისკენ სწრაფვას ხელი ვერ შეუშალა.

სკოლის ინფორმაციით, სპორტსმენებს არ ჰქონდათ თანამედროვე სპორტული დარბაზი, თუმცა ვარჯიშს იმ სივრცეში აგრძელებდნენ, სადაც ამის შესაძლებლობა არსებობდა. წარმატების მთავარი საფუძველი კი მიზანდასახულობა, დაუღალავი შრომა და მონდომება გახდა.

„როცა მიზანი გაქვს, არ არსებობს მიზეზი, რომელიც შეგაჩერებს. დღეს ჩვენმა პატარა სკოლამ, გაღმა საჯიჯაოს საჯარო სკოლამ, რომლის სრული კონტინგენტი სულ რაღაც 25 მოსწავლეა, შეუძლებელი შეძლო - ბადმინტონის კლუბი „გრიფინი“ ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი გახდა!

​სად ვვარჯიშობდით? იქ, სადაც მოვახერხეთ. ჩვენ არ გვაქვს თანამედროვე სპორტული დარბაზი, არც განსაკუთრებული პირობები და, მოდით, პირდაპირ ვთქვათ - არც ზურგსუკან მდგომი მხარდამჭერების დიდი არმია. გვერდით დიდად არავინ გვედგა, გარდა ერთმანეთისა.

​მაგრამ გვქონდა ის, რასაც ვერანაირი ფუფუნება ვერ ჩაანაცვლებს:

​წარმოუდგენელი შრომისმოყვარეობა,

​დაუღალავი მონდომება,

​ერთმანეთის უსიტყვო რწმენა.

​ეს ვერცხლის მედალი ჩვენთვის ოქროზე ძვირფასია, რადგან ის მხოლოდ სპორტული გამარჯვება არ არის. ეს არის დამტკიცება იმისა, რომ ნიჭსა და მონდომებას საზღვრები არ აქვს; რომ პატარა სოფლიდანაც კი შეიძლება მწვერვალების დაიპყრობა, როცა საქმეს მთელ გულს უძღვნი. ამ ყველაფრის უკან კი დგას ჩვენი საყვარელი უტა ნანეიშვილი მასწავლებელი“,- აღნიშნავენ სკოლაში და გამარჯვებით ხარობენ. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203