სკალირებული ქულის გამოთვლის მეთოდი - გაიგეთ როგორ ხდება ქულის გათანაბრება 
29-07-2026

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს სთავაზობს ერთიანი ეროვნული გამოცდების სკალირებული ქულის გამოთვლის მეთოდს.

სკალირების საფეხურები:

1.1 პირველი საფეხური - ერთი საგამოცდო ტესტის სხვადასხვა ვარიანტში აბიტურიენტის მიერ მიღებულ ქულებს შორის შესაბამისობის დადგენა და მათი გათანაბრება, 

1.2 მეორე საფეხური – თითოეულ საგამოცდო საგანში გათანაბრებული ქულების სტანდარტიზება და საერთო სკალაზე განთავსება.
2. პირველი ეტაპი – აბიტურიენტების მიერ საგამოცდო ტესტის სხვადასხვა ვარიანტში მიღებული ქულების ერთმანეთთან შედარება, რომელიც მოიცავს სამ ეტაპს.
2.1 პირველი ეტაპი - პროცენტული რანგის დადგენა: ტესტის თითოეული ვარიანტისათვის და ამ ვარიანტში მიღებული თითოეული ქულისათვის მისი პროცენტული რანგის გამოთვლა;2.2 მეორე ეტაპი - მოცემულ ვარიანტში მიღებული ქულის გაიგივება დანარჩენი ვარიანტების იმ ქულებთან, რომელთა პროცენტული რანგებიც ამ ქულის პროცენტული რანგის ტოლია;
2.3 მესამე ეტაპი - აბიტურიენტისთვის გათანაბრებული ქულის მინიჭება.

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების სკალირებული ქულის გამოთვლის მეთოდი

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203