ნოქალაქევის საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი კაკულიამ კალიგრაფიის კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა 
29-07-2026

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლის მოსწავლეები დირექციისა და პედაგოგთა მხარდაჭერით, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხავა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო პროექტში. მათ სახელზე კი არაერთი წარმატებაა. 

სენაკში საჯარო კითხვის მარათონი და კალიგრაფიის კონკურსი გაიმართა, სადაც ნოქალაქევის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ღონისძიებას ჟიული შარტავას სახელობის სენაკის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზმა უმასპინძლა.

კალიგრაფიის კონკურსში მეცხრეკლასელმა ლიზი კაკულიამ პირველი ადგილი დაიკავა.

კონკურსში ასევე მონაწილეობდნენ და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს:

  • ლიზი გახოკიძემ - IX კლასი;
  • ანანო ბჟალავამ - VII კლასი;
  • ელენე ჭკადუამ - VII კლასი.

კალიგრაფთა კონკურსის პირველი ადგილის მფლობელი ჩვენი მეცხრეკლასელი ლიზი კაკულიაა. ვულოცავთ ნოქალაქევის სკოლას ამ დიდ გამარჯვებას. მრავალ წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ნიჭიერ გოგონას. 

ასევე მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილეს სკოლის საუკეთესოდ წარდგენისთვის და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203