უშაფათის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ვეფხისტყაოსნის“ კითხვის მარათონში მონაწილეობდნენ
29-07-2026

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ უშაფათის საჯარო სკოლის მოსწავლეები დირექციისა და პედაგოგთა მხარდაჭერით აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსში, პროექტსა თუ საგანმანთლებლო ღონისძიებაში. წარმოაჩენენ ცოდნას, ნიჭსა და შესაძლებლობებს.

17 ივნისს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების სენაკის წარმომადგენლობის ორგანიზებით ჩატარდა „ვეფხისტყაოსნის“ კითხვის მარათონი, რომელშიც მონაწილეობდნენ სოფელ უშაფათის საჯარო სკოლის მოსწავლეები. 

მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ნაწყვეტები შოთა რუსთაველის უკვდავი პოემიდან. მათ ღირსეულად წარმოაჩინეს კითხვის კულტურა, მეტყველების უნარი და ქართული ლიტერატურისადმი სიყვარული.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა „ვეფხისტყაოსნის“ მნიშვნელობა ახალგაზრდა თაობის სულიერ და კულტურულ აღზრდაში.

„მადლობა ყველა მონაწილეს აქტიურობისა და შესანიშნავი გამოსვლისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203