უშაფათის საჯარო სკოლის მოსწავლე ხატია კორშია სამეცნიერო კონფერენციის გამარჯვებულია 
29-07-2026

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ უშაფათის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ხატია კორშიამ სამეცნიერო კონფერენციაზე ფიზიკის მიმართულებით გაიმარჯვა.

სენაკში მოსწავლეთა მეორე სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა საკუთარი კვლევითი ნამუშევრები წარადგინეს.

ღონისძიება 21 ივნისს სენაკის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს ორგანიზებით, სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის, საქართველოს სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის სენაკის წარმომადგენლობის მხარდაჭერით ჩატარდა.

კონფერენციაში წარმატებით იასპარეზა უშაფათის საჯარო სკოლის მოსწავლე ხატია კორშიამ, რომელმაც ფიზიკის სექციაში თემით - „უნივერსალური ენერგია“ გამარჯვება მოიპოვა. მოსწავლის სამეცნიერო ნაშრომის ხელმძღვანელი იყო ფიზიკის მასწავლებელი ზვიად კოზმავა, რომლის ხელმძღვანელობით მომზადებულმა ნაშრომმა ჟიურის მაღალი შეფასება დაიმსახურა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203