სენაკის N3 სკოლის მოსწავლის - ნიკოლოზ გაბედავას წარმატება კიკბოქსინგში, საქართველოს ჩემპიონატზე
29-07-2026

სენაკის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებული და მხარდაჭერილია, მათი მიღწევები კი საამაყო. 

ამჯერად, სკოლაში Vბ კლასის მოსწავლის ნიკოლოზ გაბედავას სპორტულ წარმატებას აღნიშნავენ. მოსწავლემ კიკბოქსინგში, საქართველოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა და მე-3 საპრიზო ადგილი დაიკავა. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„ვულოცავთ ნიკოლოზ გაბედავას საქართველოს ჩემპიონატში კიკბოქსინგში საპატიო 3 ადგილს, წარმატებები ნიკოლოზ!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეს ყოველთვის გულმხურვალედ გულშემატკივრობენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203