
კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი აბაშის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი განსაკუთრებულად თბილი და ლამაზი ღონისძიებით დაასრულეს.
სასწავლო წლის მიწურულს მათ ვიდეოკლიპი წარადგინეს, რომელმაც ბავშვების სიხარული, ემოციები და პირველი სასკოლო წლის დაუვიწყარი მოგონებები გააერთიანა.
კლიპში პირველკლასელები სიმღერით - „მხიარული ბავშვები ვართ, პირველი კლასი დავამთავრეთ…“ - აღნიშნავენ ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპის წარმატებით დასრულებას.
ვიდეოში გადმოცემულია მათი ბავშვური სიხარული, მეგობრობა და ის განსაკუთრებული ემოციები, რომლებიც პირველ სასწავლო წელს უკავშირდება.
„მხიარული ბავშვების მხიარული კლიპი - ასე ემოციურად და ლამაზად დავემშვიდობეთ პირველ კლასს!
„მხიარული ბავშვები ვართ, პირველი კლასი დავამთავრეთ...“ - ჩვენი პატარების ნამღერი ეს სიტყვები კიდევ დიდხანს გვექნება გონებაში.
დიდი მადლობა ლილეს, დემეტრეს, შიოს და ნოდარს ასეთი საოცარი ემოციისთვის, ნათია მასწავლებელს (ნათია ხინტკირია) ამდენი სიურპრიზისა და დაუღალავი სიყვარულისთვის, ხოლო მშობლებს - მხარდაჭერისთვის!
ნახეთ კლიპი და გაიზიარეთ ჩვენი პირველკლასელების დიდი სიხარული!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ვიდეოკლოპს გვიზიარებენ.