
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლაში 2025-2026 სასწავლო წელი წარმატებით წარიმართა. სასწავლო წელი გაჯერებული იყო საინტერესო აქტივობებით, შემეცნებითი ღონისძიებებითა და საგანმანათლებლო ინიციატივებით, რაც მოსწავლეთა ცოდნის ხარისხსა და მოტივაციაზე აისახა.
აღსანიშნავია, მე-6 კლასში უცხოურ ენაში ჩატარებული ვიქტორინა - „ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე სწრაფი“. შეჯიბრის მიზანი იყო. შეჯიბრის მიზანი იყო: არეული ასოებისგან სიტყვების აწყობა, რაც შეიძლება მეტი ანტონიმების ჩამოთვლა, რუსული და ქართული სიტყვების სწორად დაწყვილება.
ვიქტორინა იყო ძალიან სახალისო და აზარტული, ბავშვებმა გამოავლინეს სათანადო ცოდნა და მიიღეს სასურველი ქულებიც.
სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა და სასწავლო შემართება და მათ მომავალშიც არაერთ საინტერესო და ამასთანავე სახალისო ღონისძიებას ჰპირდებიან.