
ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, სკოლები ვაუჩერული დაფინანსებას მიიღებენ, რომელიც კანონით, სამ ეტაპად დაირიცხება მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით.
გთავაზობთ დეტალურ ინფორმაციას ვადებთან დაკავშირებით:
25 სექტემბრის მდგომარეობით განისაზღვრება დაფინანსება1-ელი ოქტომბრიდან 1-ელ თებერვლამდე პერიოდზე.
25 იანვრის მდგომარეობით, ვაუჩერი გაიცემა პირველი თებერვლიდან პირველ ივნისამდე პერიოდზე, ხოლო 10 მაისის მდგომარეობით, დაფინანსება პირველი ივნისიდან პირველ ოქტომბრამდე პერიოდზე გაიცემა.
ხარჯების ცვლილებასთან დაკავშირებით, აუცილებელია ბიუჯეტის კორექტირება, რისთვისაც სკოლამ უნდა მოიწვიოს სამეურვეო საბჭო და შედგეს შესაბამისი ოქმი.