
ქუთაისის N7 საჯარო სკოლის პედაგოგის - მარგალიტა (მაკა) მერკვილაძის შემოქმედებითი ნიჭი კალიგრაფიის საერთაშორისო ფესტივალზე აღინიშნა.
თბილისში, „შერატონ მეტეხი პალასში“, გაიმართა კალიგრაფიის საერთაშორისო ფესტივალი, სადაც წარმოდგენილი იყო ქართველი კალიგრაფების გამორჩეული ნამუშევრები.
ფესტივალში მონაწილეობდა ქუთაისი N7 საჯარო სკოლის პედაგოგი, მარგალიტა (მაკა) მერკვილაძე, რომელმაც საკუთარი კალიგრაფიული ნაშრომები წარადგინა. მისმა ნამუშევრებმა დამთვალიერებელთა და პროფესიონალთა დიდი მოწონება დაიმსახურა.
ფესტივალის ფარგლებში მიღწეული მნიშვნელოვანი წარმატების აღსანიშნავად, ქუთაისი N7 საჯარო სკოლის პედაგოგი ქართული კალიგრაფიის ასოციაციის საპატიო წევრად აირჩიეს.
სკოლაში ახარებთ პედაგოგის წარმატება და შემოქედებით წინსვლას უსურვებენ.
„ვულოცავთ ამ მნიშვნელოვან აღიარებას და ვუსურვებთ მომავალშიც მრავალ წარმატებასა და შემოქმედებით წინსვლას!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: