განათლების სამინისტროს კიდევ ერთი სამმართველო დაემატა - ცვლილებები ცნობილია
04-08-2026

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უმაღლესი განათლების დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებები შევიდა და განისაზღვრა საერთაშორისო პროგრამების სამმართველოს კომპეტენცია.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, საერთაშორისო პროგრამების სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) სახელმწიფო პრიორიტეტების გათვალისწინებით, კვალიფიციური კადრების მომზადებისა და შრომის ბაზარზე ინტეგრაციის მიზნით, საქართველოს მოქალაქეობის მქონე ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი პირებისთვის, სამინისტროს მიერ დამტკიცებული საგრანტო/სასტიპენდიო პროგრამების განხორციელება და გრანტების/სტიპენდიების დადგენილი წესით გაცემის უზრუნველყოფა უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამისი ქვეყნის მიერ აღიარებულ აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე, ასევე, კვალიფიკაციის ასამაღლებელ პროგრამებზე განათლების მისაღებად;

ბ) სამინისტროს მიერ საერთაშორისო შეთანხმებებით, ხელშეკრულებებით, პროგრამებითა და მემორანდუმებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში, საგანმანათლებლო, გაცვლითი ან/და მოკლევადიანი კვლევითი პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა;

გ) „საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სწავლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სწავლის ხელშეწყობა, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, ასევე სამინისტროს მიერ საერთაშორისო შეთანხმებებით, ხელშეკრულებებით, პროგრამებითა და მემორანდუმებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყების მიერ სამინისტროსათვის დასაბუთებული მომართვის საფუძველზე;

დ) საერთაშორისო პროგრამების სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ღონისძიებებში (კონფერენცია, ფორუმი, სიმპოზიუმი, შეხვედრა და სხვა) მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების მონაწილეობის ხელშეწყობა;

ე) საერთაშორისო პროგრამების სამმართველოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესახებ სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში პროგრამების/ქვეპროგრამების შემუშავებასა და შესრულების მონიტორინგში მონაწილეობის მიღება;

ზ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

2. საერთაშორისო პროგრამების სამმართველოს საჯარო მოსამსახურე, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულების მიზნით, ასრულებენ  დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203