
მარტვილის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლის, ახალგაზრდა მოჭადრაკე ნიკოლოზ ჯოჯუას წარმატებით ხარობენ.
12-დან 20 ივლისის ჩათვლით ქალაქ ფოთში გაიმართა მეცხრამეტე საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი ნანა ალექსანდრიას თასი.
ტურნირის ბ კატეგორიაში, რომელშიც მონაწილეობის უფლება ჰქონდათ 2000> რეიტინგის მქონე მოჭადრაკეებს, ბრწყინვალედ იასპარეზა მარტვილის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკოლოზ ჯოჯუამ (მწვრთნელი დავით ჯოჯუა).
ნიკოლოზმა 9-დან ხუთ პარტიაში შეძლო გამარჯვების მოპოვება, ხოლო ოთხი პარტია დაასრულა ყაიმით და დამსახურებულად დაიკავა პირველი ადგილი.
აღსანიშნავია, აგრეთვე რეიტინგის მნიშვნელოვანი მატებაც +117,6.
სკოლაში ამაყობენ მოსწავლის წარმატებით და მას ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ.
„გვეამაყები! გილოცავთ! ნიკოლოზ ამ გამარჯვებას და გისურვებთ მომავალ წარმატებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.