
თედო ჯღარკავას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდავითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან.
სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბი, რომლის წევრებიც ეკოსაქმიანობაში დიდი ენთუზიაზმით არიან ჩართულნი. 2025-2026 სასწავლო წლის მანძილზე კი ეკოკლუბელები მონაწილეობდნენ მასშტაბურ გარემოსდაცვით კონკურსში - „ნიკო კეცხოველის პრემია“, რომლის ფარგლებში მრავალი ეკოაქტივობა განახორციელეს.
1-ელ ივლისს ქალაქ ზუგდიდში ჩატარდა „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2026“-ის ნახევარფინალური შეხვედრა, რომელზეც ეკოკლუბის წევრებმა წარადგინეს გარემოს დაცვისა და სოციალური მიმართულებით განხორციელებული აქტივობები.
ღონისძიებაზე აღინიშნა მოსწავლეთა წარმატებული ეკოსაქმიანობა, ეკოკლუბელებს კი სერტიფიკატები გადაეცათ.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, შეხვედრამ ემოციით სავსე გარემოში დიდი წარმატებით ჩაიარა.
იხილეთ ფოტოები: