
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - მადონა კეკუტიას ლექსები კრებულის სახით დაიბეჭდა.
კრებული სახელოწდებით - „გული, სადაც სიყვარული ეტევა“ წარმოაჩენს პედაგოგის შემოქმედებითობასა და ქართული სიტყვისადმი ერთგულებას
პედაგოგის შემოქმედებითი წარმატება სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი და სასიხარულოა.
სკოლის დირექცია და პედაგოგები მადონა კეკუტიას ლექსთა კრებულის გამოცემას გულითადად ულოცავენ, უსურვებენ ჯანმრთელობას, შთაგონებას და ნაყოფიერ შემოქმედებით საქმიანობას.
„დიდიჭყონის N2 საჯარო სკოლა დიდი სიყვარულით ულოცავს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს,ქალბატონ მადონა კეკუტიას, ლექსთა კრებულის გამოცემას და უსურვებს მრავალწლიან წარმატებულ მოღვაწეობას“,- აღნიშნულია პედაგოგიური გუნდის მისალოც წერილში.