ბარდნალის საჯარო სკოლის მოსწავლე თამარ ჩარკვიანი, კონკურსის ფარგლებში, STEAM ბანაკის მონაწილედ შეირჩა
28-07-2026

ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე თამარ ჩარკვიანი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს გამოცხადებულ კონკურსის გამარჯვებული გახდა და 2026 წლის STEAM ბანაკში მიიღებს მონაწილეობას.

კონკურსი საქართველოს მასშტაბით სკოლების მოსწავლეებისთვის გაიმართა და მისი მიზანი ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა და STEAM მიმართულებით მათი განვითარების ხელშეწყობა იყო.

შერჩეული მონაწილეები ხუთდღიან ბანაკს შეუერთდებიან, სადაც პროგრამირების საფუძვლებს, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ინოვაციურ მეწარმეობას გაეცნობიან, ასევე პრაქტიკული აქტივობების საშუალებით შესაბამის უნარებს განივითარებენ.

სკოლაში ახარებთ მოსწავლის წარმატება და სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებენ. 

„ლადო ასათიანის სახელობის ბარდნალის საჯარო სკოლის მე-8 კლასელმა, თამარ ჩარკვიანმა (ხელ-ლი ლ.ონიანი) გაიმარჯვა დიდ კონკურენციაში და იქნება ჩვენი სკოლის წარმომადგენელი STEAM ბანაკში, მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას გაუზიარებს ჩვენი სტემკლუბ „ინოვატორების“ წევრებს და სრულიად სასკოლო საზოგადოებას.

სკოლის დირექცია სიხარულითა და მადლიერებით ულოცავს მოსწავლესა და მასწავლებელს ამ წარმატებას და ახალ-ახალ მიღწევებს უსურვებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ ბანაკის 5-დღიანი ინტენსიური და საინტერესო სესიების ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ინფორმაცია და განივითარონ შესაძლებლობები სტემის მიმართულებით.

ბანაკის მიზანია მოსწავლეების პროგრამირების საწყისებით, ტექნოლოგიებითა და ინოვაციური მეწარმეობით დაინტერესება და მათი პროფესიული გზის ამავე მიმართულებით განვითარება, რათა გაიზარდოს სკოლის მოსწავლეების ჩართულობა STEAM მიმართულებებში, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203