
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ნაფიჩხოვოს თემის საჯარო სკოლაში 2025-2026 სასწავლო წელი წარმატებით წარიმართა. პედაგოგები სწავლებისას მიმართავდნენ სხვადასხვა მეთოდებსა და სტრატეგიებს, ზრუნავდნენ მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე და წარმატებით მიაღწიეს ეროვნულ სასწავლო მიზნებს.
მეტად ნაყოფიერი იყო ინგლისური ენის გაკვეთილები. მე-2 კლასელებმა, პედაგოგ თეა დარსალიას ხელმძღვანელობით, საინტერესო სასწავლო წელი გაატარეს, გაიღრმავეს ცოდნა და გაიმდიდრეს ლექსიკური მარაგი.
„მე და მე-2 კლასელებმა მშვენიერი წელი გავატარეთ ერთად! ძალიან ვამაყობ თქვენი ყველა მუშაობითა და პროგრესით. მადლობა ღიმილისთვის, სიცილისთვის და ბედნიერი მოგონებებისთვის! ახლა გემშვიდობებით, წარმატებებს გისურვებთ შემდეგ კლასში. სიყვარულით, თქვენი მასწავლებელი“,- წერს პედაგოგი თეა დარსალია და აქტივობების ამსახველ ვიდეოს გვიზიარებს.
იხილეთ ვიდეო