
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის საჯარო სკოლამ კიდევ ერთი ღირსეული თაობა გააცილა და გულთბილი სურვილები გაატანა.
სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. გაიმართა გამოსაშვები ღონისძიება, რომელმაც სკოლაში საოცარი ემოციები დაატრიალა.
მე-12 კლასელთა თეთრი პერანგები კეთილი სურვილებითა და ემოციური მინაწერებით აჭრელდა. ახალგაზრდებისთვის სკოლასთან და ბავშვობასთან გამომშვიდობება მეტად ამაღელვებელი აღმოჩნდა.
ახალგაზრდებს დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება მთელმა სკოლამ მიულოცა.
„ძვირფასო ბავშვებო! გილოცავთ, სკოლის დამთავრებას წარმატებები ცხოვრების ახლა ეტაპზე“,- აღნიშნავენ სკოლაში და ამჟამად კურსდამთავრებულებს ეროვნულ გამოცდებზე გულშემატკივრობენ და სასურველ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: