
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლაში ერთკვირიანი საზაფხულო ბანაკი წარმატებით დასრულდა.
ერთი კვირის მანძილზე მოსწავლეები ჩართული იყვნენ მრავალფეროვან, შემეცნებით და გასართობ აქტივობებში. ბავშვები მონაწილეობდნენ საინტერესო თამაშებში, შემოქმედებით და გუნდურ აქტივობებში. საზაფხულო ბანაკმა მოსწავლეებს აჩუქა არაერთი სასიამოვნო მოგონება, დადებითი ემოცია და დაუვიწყარი შთაბეჭდილება.
„ერთკვირიანი საზაფხულო ბანაკი დასასრულს მიუახლოვდა. ეს დღეები ჩვენი სკოლის მოსწავლეებისთვის იყო სავსე საინტერესო, სახალისო და მრავალფეროვანი აქტივობებით, რომლებმაც მათ სხვადასხვა უნარის განვითარებას შეუწყო ხელი. ბანაკმა ბავშვებს დაუტოვა სასიამოვნო მოგონებები, ახალი გამოცდილება და დაუვიწყარი ემოციები“,- გვეუბნებიან სკოლაში, სადაც მოსწავლეთა ცოდნასა და განვითარებაზე ზრუნვას არც არდადეგებზე წყვეტენ.
იხილეთ ფოტოები: