ლაჯანის საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებული ნიკოლოზ გოლეთიანი საზეიმოდ დაჯილდოვდა
28-07-2026

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანის საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს, რაც მოსწავლეთა სასწავლო შემართებასა და ცოდნის დონეზე აისახება. შესაბამისად, სკოლას არაერთი წარჩინებული მოსწავლე და კურსდამთავრებული ჰყავს. 

22 ივნისს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით, გაიმართა წარჩინებული მოსწავლეების სიგელებით დაჯილდოების საზეიმო ცერემონია.

ცერემონიაზე დაჯილდოვდნენ აფხაზეთიდან დევნილი ოქროსა და ვერცხლისმედალოსანი მოსწავლეები, მათი პედაგოგები და სკოლები.

მათ შორის, ღონისძიებაზე დაჯიდლოვდა ლაჯანის საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებული, ოქროს მედლის კანდიდატი - ნიკოლოზ გოლეთიანი.

სკოლაში ახარებთ მოსწავლის შრომისა და მონდომების დაფასება და მას წარმატებულ და ბედნიერ მომავალს უსურვებენ. 

„​განსაკუთრებული სიამაყით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ საპატიო ღონისძიებაში მონაწილეობდა ლაჯანის საჯარო სკოლის მოსწავლე, ჩვენი გამორჩეული, წარჩინებული და ოქროს მედალოსანი — ნიკოლოზ გოლეთიანი!

​ნიკოლოზისნაირი ნიჭიერი, შრომისმოყვარე და მიზანდასახული ახალგაზრდები წარმოადგენენ ჩვენი ქვეყნის იმედსა და მომავალს. კიდევ ერთხელ ვულოცავთ ნიკოლოზ გოლეთიანს და ყველა ნიჭიერ ახალგაზრდას სკოლის წარმატებით დასრულებას! გისურვებთ, რომ შენი ცოდნითა და ნიჭით კიდევ მრავალჯერ ასახელო შენი სკოლა და სამშობლო! 

ჩვენ გვჯერა- დავბრუნდებით აფხაზეთში“,- აღნიშნავენ სკოლაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203