2-კვირიანი ვადა უმაღლესებისთვის - ცვლილება მინისტრის ბრძანებაში
27-07-2026

„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა, რომელიც ეხება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში მონაცემების ასახვის წესს.

ახალი რედაქციით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია სამაგისტრო პროგრამების დამატების/წარდგენის ან ანკეტაში ცვლილების შემთხვევაში, მონაცემები ელექტრონულ პროგრამაში ასახოს შემდეგ ვადებში:

1 ივნისიდან 15 ივნისამდე;

5 სექტემბრიდან 15 სექტემბრამდე.

შედეგად, უნივერსიტეტებს მოუწევთ წინასწარ დაგეგმონ ახალი სამაგისტრო პროგრამების აკრედიტაცია ან ძველში ცვლილებების შეტანა, რათა ზუსტად ამ 10-15 დღიან შუალედებში ასახონ მონაცემები სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203