
ქალაქ ცაგერის საჯარო სკოლამ ავტორიზაციის სტანდარტები წარმატებით დააკმაყოფილა.
სკოლას, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი 9 წლით მიენიჭა.
აღსანიშნავია, რომ სკოლამ ავტორიზაცია მონიტორინგის გარეშე გაიარა.
სკოლაში ახარებთ, რომ ეს მნიშვნელოვანი ეტაპი წარმატებით გადალახეს და წარმატებას მთელ სასკოლო საზოგადოებას ულოცავენ.
ავტორიზაცია არის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმი, რომლის მიზანია დაწესებულების ინსტიტუციური შეფასება, მისი ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა დაწესებულებაში დაიდენფიტიცირებული გამოწვევების გადასაჭრელად.
საავტორიზაციო შეფასება ხორციელდება ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ და ეფუძნება დაწესებულების თვითშეფასებითა და საავტორიზაციო ვიზიტის შედეგად მიღებული ინფორმაციის ანალიზს. ავტორიზაცია სავალდებულოა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის. ამასთანავე, მხოლოდ ავტორიზებულ დაწესებულებას აქვს სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელ დოკუმენტის - დიპლომის გაცემის უფლება.
ავტორიზაციის პროცესი ხორციელდება უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების (ESG 2015) მოთხოვნების გათვალისწინებით.