„ერთად ყველაფერს შევძლებთ!“ - ქვედა ცაგერის საჯარო სკოლამ სრული ავტორიზაცია გაიარა 
29-07-2026

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ცაგერის საჯარო სკოლამ ავტორიზაციის სტანდარტები წარმატებით დააკმაყოფილა.

სკოლას, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი 9 წლის ვადით მიენიჭა.

სკოლაში ახარებთ, წარმატება და ამ მნიშვნელოვანი ეტაპის გადალახვას მთელ სასკოლო საზოგადოებას ულოცავენ. 

„გილოცავთ, 9 წლიან სრულ ავტორიზაციას მონიტორინგის გარეშე!!!

ამ პროცესში ჩართული იყო მთელი სასკოლო საზოგადოება, ყველა მოსწავლე, მშობელი, მასწავლებელი, მთელი რაიონი. დაუღალავი შრომით დავდეთ ეს შედეგი!

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, თემს, სკოლებს - რომლებმაც გამოცდილება გაგვიზიარეს - გვერდში დგომისთვის, მხარდაჭერისა და ამ დიდ წარმატებაში შეტანილი წვლილისთვის.

ერთად ყველაფერს შევძლებთ!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203