
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ცაგერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ჯარის ბანაკში“ დაუვიწყარი დრო გაატარეს.
მერიის განათლების,კულტურის და სპორტის სამსახურის ორგანიზებით, 19 ივლისს საჩხერეში სამხედრო ბანაკში გაიგზავნა 12 ახალგაზრდა მათ შორის იყვნენ ქვედა ცაგერის სკოლის მოსწავლეებიც.
მოსწავლეები 6 დღის განმავლობაში ჩართულნი იყვნენ სახალისო, მრავალფეროვან შემეცნებით პროგრამაში და დაეუფლნენ ისეთ უნარ-ჩვევებს, როგორებიცაა: საცეცხლე მომზადება, ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია.
„ჯარის ბანაკი“ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, მიმდინარე წლის ივნისი-აგვისტოს პერიოდში იმართება. პროექტი წელს ორ ლოკაციაზე - კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიასა და საჩხერეში, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლაში განხორციელდება.
ბანაკის მიზანია ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ქართული ჯარის შესახებ ცნობიერების ამაღლება.