გლოლის, უწერისა და ღების საჯარო სკოლების წარმატება პროექტში - „ჩემი სოფლის დიალექტები“
27-07-2026

პროექტის - „ჩემი სოფლის დიალექტები“ გამარჯვებულები დასახელდნენ, რომელთა შორის საპატიო ადგილს იკავებენ - ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლისუწერისა და ღების საჯარო სკოლის მოსწავლეები. 

ახლახან, პროექტის გამარჯვებული მონაწილეები ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ დააჯილდოვა.

კონკურსში ჩართულნი იყვნენ ონის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების VI, VII, VIII, IX, X კლასების მოსწავლეები.  გაიმარჯვა ხუთმა საჯარო სკოლამ, საუკეთესო ნამუშევრები კი ონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შერჩეულმა საკონკურსო კომისიამ და სოციალური ქსელის მომხმარებელმა მოწონებების მეშვეობით გამოავლინეს.

კონკურსის გამარჯვებული სკოლებია:

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლის საჯარო სკოლა პრეზენტაციით -„გლოლური დიალექტები“;

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერის საჯარო სკოლა პრეზენტაციით - „დიალექტები“;

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიორის საჯარო სკოლა პრეზენტაციით - „ჩემი სოფლის დიალექტები“;

სოციალური ქსელის მომხმარებლის რჩეული გახდა:

სიმონ სხირტლაძის სახელობის ქალაქ ონის საჯარო სკოლა პრეზენტაციით - „ცოცხალი არქივი: ღებური დიალექტის ანატომია“;

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლა პრეზენტაციით - „რაჭული კილო: ენისა და მთის ეკოსისტემა“

მონაწილე საჯარო სკოლებს გადაეცათ საჩუქრები, გამარჯვებული კონკურსანტები დაჯილდოვდნენ სიგელებით და ექსკურსიით რომლის ფარგლებშიც გაემგზავრებიან სოფელ ვარიანში იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში.

პროექტი 2021-2030 წლების სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის (სტრატეგიის) შესასრულებლად ონის მუნიციპალიტეტის 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმის თანახმად, ერთ-ერთ აქტივობას წარმოადგენს და მისი მიზანია, რაჭული დიალექტების კვლევა, სოფლის დიალექტების შესახებ ჩანაწერების მომზადება, შედარება თანამედროვე სამეტყველო ენასთან.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203