
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ცაგერში შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო.
მოსწავლეებმა რეგიონის ისტორიული, კულტურული და ბუნებრივი ღირსშესანიშნაობები მოინახულეს. საგანმანათლებლო ტური მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი აღმოჩნდა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს ქართველი მწერლის ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმი, პოეტ ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი, მოინახულეს რაჩხის ჩანჩქერი, ისტორიული მურის ციხე და მწვანე ტბები, სადაც საქართველოს ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობა ახლოდან გაიცნეს. სკოლის ადმინისტრაცია, მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები განსაკუთრებულ მადლობას უხდიან ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერს, გივი მოდებაძეს, ახალგაზრდებისთვის ასეთი დასამახსოვრებელი და შინაარსიანი ექსკურსიის ორგანიზებისა და მხარდაჭერისთვის.
„ეწერის საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები დიდ მადლობას უხდიან ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერს ბატონ გივი მოდებაძეს ასეთი დაუვიწყარი ექსკურსიისთვის.
ექსკურსიის ფარგლებში მოსწავლეებმა მოინახულეს:
ცაგერის ექსკურსიამ მოლოდინს გადააჭარბა“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: