„გვჯერა, მომავალშიც ღირსეულად გააგრძელებთ სწავლა-განვითარებას“- მეჩხეთურის საჯარო სკოლიდან საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულები ღონისძიებით გააცილეს
28-07-2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჩხეთურის საჯარო სკოლაში 2025-2026 სასწავლო წლის მიწურულს საბაზო საფეხურის მოსწავლეთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა. 

ამ მნიშვნელოვანი დღის აღსანიშნავად სკოლაში საზეიმო ღონისძიება მოეწყო. მოსწავლეებმა მოამზადეს საზეიმო პროგრამა და მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს გაწეული შრომისათვის.

ღონისძიება ემოციებითა და თბილი მოგონებებით იყო სავსე და არაერთი ლამაზი ნომერი გააერთიანა.

მოსწავლეებს გადაეცათ საჩუქრები, ეს დღე მათ ცხოვრებაში დარჩება ემოციებით ბედნიერებითა და სასიამოვნო მოგონებებით სავსე.

მოსწავლეებს საფეხურის წარმატებით დასრულება მთელმა სკოლამ მიულოცა. დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს წარმატებისკენ სავალი გზა დაულოცეს და ბედნიერი მომავალი და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვეს. 

„ვულოცავთ და ვუსურვებთ წარმატებებს, ახალი მიზნების მიღწევას და უამრავ ბედნიერ მომენტს ცხოვრების ახალ ეტაპზე, ჩვენ გვჯერა რომ მომავალშიც ღირსეულად გააგრძელებთ სწავლასა და განვითარებას, წარმატებები თქვენ და ნათელი მომავალი!“,- აღინიშნა სკოლაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203