შუაგორას საჯარო სკოლის ამაგდარი პედაგოგი ლილი ლილუაშვილი-ჩაჩანიძე მასწავლებლის ეროვნული პრემიის კანდიდატია
27-07-2026

ალექსანდრე ლილუაშვილის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაგორას საჯარო სკოლის ამაგდარი მასწავლებელი ლილი ლილუაშვილი - ჩაჩანიძე მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზეა წარდგენილი. 

პედაგოგი მრავალი წელის მოსწავლეთა აღზრდა-განათლებას ემსახურება და საკუთარი წვლილი შეაქვს განათლებული საზოგადოების ჩამოყალიბებაში.  ის საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობითა და ერთგულებით გამოირჩევა.

„ჩვენი ღვაწლმოსილი ლილი მასწავლებელი - მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კანდიდატი შუაგორას საჯარო სკოლიდან.

გულით ვუსურვებთ წარმატებას იმ ადამიანს, რომელმაც ნახევარ საუკუნეზე მეტი ერთ სკოლას მიუძღვნა და ათობით თაობა გამოზარდა...ადამიანს,რომელმაც პროფესია ცხოვრების წესად აქცია,მოსწავლეები- ყველაზე დიდ სიმდიდრედ,სასწავლებელი კი -საკუთარ სახლად... 52 წელი მხოლოდ წარმატების ისტორია არ არის, ეს არის სიყვარულით, პასუხისმგებლობითა და ღირსებით განვლილი გზა, რომელმაც არაერთი თაობა აიყვანა ცოდნის მწვერვალზე

ვულოცავთ, ქალბატონ ლილის რჩეულთა შორის ადგილის დამკვიდრებას. გვჯერა, ლილი მასწავლებლის ღვაწლი სათანადოდ შეფასდება და დაფასდება კიდეც“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203