ფერეთის საჯარო სკოლაში ადმინისტრაციამ მშობელთა კრება გამართა 
27-07-2026

სკოლისა და ოჯახის თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად, სიმონ არველაძის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთის საჯარო სკოლაში მშობელთა კრება ჩატარდა. კრებას, სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე განიხილეს სასწავლო პროცესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, მოსწავლეთა მიღწევები, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები. 

კრებაზე სიტყვით გამოვიდა სკოლის დირექტორი, ბატონი გოჩა ხელაძე, რომელმაც ყურადღება გაამახვილა სასწავლო პროცესში დაგეგმილ მნიშვნელოვან სიახლეებსა და სტრატეგიულ ცვლილებებზე. შეხვედრის ფარგლებში დეტალურად იქნა განხილული ის აქტუალური საკითხები, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება მოსწავლეთა აკადემიურ პროგრესს, საგამოცდო სისტემის დახვეწასა და საგანმანათლებლო გარემოს გაუმჯობესებას.

„მიგვაჩნია, რომ სკოლის ადმინისტრაციისა და მშობლების მუდმივი, ღია კომუნიკაცია საუკეთესო საფუძველია თითოეული მოსწავლის პოტენციალის რეალიზებისთვის.

დიდ მადლობას ვუხდით მშობლებს მობრძანებისთვის, გამოჩენილი ინტერესისა და იმ ნდობისთვის, რომელსაც ყოველდღიურად გვიცხადებთ!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მშობელთა აქტიურ ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში ახალისებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203