დაბა ასპინძის საჯარო სკოლაში პროფესიული მოკლევადიანი მომზადებისა და გადამზადების პროგრამის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები საზეიმოდ გადაეცათ
27-07-2026

დაბა ასპინძის საჯარო სკოლაში პროფესიული მოკლევადიანი მომზადებისა და გადამზადების პროგრამის კურსდამთავრებულებისთვის სახელმწიფო სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა. 

აღნიშნული პროგრამა ხორციელდება აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთობლივი ინიციატივის - „თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმებისთვის“ - ფარგლებში.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მონაწილეებმა წარმატებით გაიარეს პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამა, შეიძინეს პრაქტიკული ცოდნა და პროფესიული უნარები, ხოლო შემაჯამებელი შეფასების წარმატებით დასრულების შემდეგ მიიღეს სახელმწიფო სერტიფიკატები.

„ვულოცავთ, თითოეულ კურსდამთავრებულს ამ მნიშვნელოვან მიღწევას და ვუსურვებთ წარმატებას პროფესიულ განვითარებასა და დასაქმების გზაზე! პროგრამა ხელს უწყობს რეგიონებში პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის ზრდას, თანამედროვე უნარების განვითარებასა და დასაქმების შესაძლებლობების გაძლიერებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203