
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრება გაჯერებულია საინტერესო, მათ განვითარებასა და მოტივირებაზე ორიენტირებული აქტივობებით.
10 ივნისს, სკოლის მე- 5 კლასის მოსწავლეები სასწავლო ვიზიტით, საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს სტუმრობდნენ.
ბავშვებმა დაათვალიერეს ცენტრი, გაეცნენ ოპერატორების მუშაობას და ნახეს, როგორ იღებენ გადაუდებელ ზარებს. მოისმინეს საინტერესო პრეზენტაცია 112-ის მუშაობის შესახებ. შეხვერა
მათ აუხსნეს, როდის და როგორ უნდა დარეკონ 112-ში. შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებს 112-სგან საჩუქრად გადაეცათ ბროშურები.
ვიზიტის ხელმძღვანელი: ისტორია/მოქალაქეობის პედაგოგი - ქეთინო მიქაძე. კლასის ხელმძღვანელები: ჟუჟუნა პარკაძე და ნონა ოთიაშვილი.
სკოლაში მადლობას უხდიან 112-ს მასპინძლობისთვის.
იხილეთ ფოტოები: