
ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია, მათი ნიჭისა და უნარების განვითარებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
სწორედ მოსწავლეთა შემოქმედებითი პოტენციალის წარმოჩენას ემსახურებოდა 2025-2026 სასწავლო წელს მუსიკისა და ხელოვნების ინტეგრირებით განხორციელებული პროექტი.
„შემოქმედება სამყაროს ფერადსა და საინტერესოს ხდის. ამიტომაც, გადავწყვიტეთ ინტეგრირებული პროექტის (მუსიკა- ხელოვნება) ფარგლებში, ხელნაკეთი ნივთების შიდასასკოლო კონკურსი.
ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა ხელნაკეთი ნივთების კონკურსში საკუთარი ნიჭი, ფანტაზია და შრომისმოყვარეობა წარმოაჩინეს“,- გვეუბნებიან სკოლაში და დასძენენ, რომ წარმოდგენილი ნამუშევრები გამოირჩეოდა ორიგინალურობით, მრავალფეროვნებითა და შემოქმედებითი მიდგომებით.
კონკურსის ნამუშევრები შეაფასა სკოლის პედაგოგებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ, რომლებმაც განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს მონაწილეთა შემოქმედებითობას, შრომასა და იდეების ორიგინალურობას.
კონკურსის მონაწილეები დაჯილდოვდნენ სიგელებით, ხოლო წახალისების მიზნით გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები.
„მადლობას ვუხდით ჟიურის წევრებს - მედეა ტრამაკიძეს, ქალბატონ ლალიკოს, თაკო დარბუაშვილს, ია მეტრეველს, ხათუნა ღვინიაშვილს და თითოეულ მონაწილეს - ნონიკო ლონგურაშვილს, ქეთი წერეთელს, გვანცა მამისაშვილს, ნატალი წერეთელს, რატი მამისაშვილს, ბარბარე ჯოხაძეს, მიხეილ ჯოხაძეს, ნიკოლოზ კვირიკაშვილს აქტიურობისა და მონდომებისთვის. ვუსურვებთ მოსწავლეებს მომავალშიც მრავალ წარმატებას, შთაგონებასა და საინტერესო შემოქმედებით იდეებს..
დიდი მადლობა ბატონ: ემზარ მამისაშვილს.
დიდი მადლობა ჩემს საყვარელ კოლეგებს გვერდში დგომისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: