„ვულოცავთ, დავითს ამ დიდ წარმატებას!“- ​წაღვლის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე, ახალგაზრდა ძალოსანი დავით კილაძე მსოფლიო ჩემპიონია
27-07-2026

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვლის საჯარო სკოლაში მოსწავლის ბრწყინვალე სპორტულ წარმატებას აღნიშნავენ. 

სკოლის IX კლასის მოსწავლე, ახალგაზრდა ძალოსანი დავით კილაძე მსოფლიო ჩემპიონია.

მან კოლუმბიაში მიმდინარე 17 წლამდე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიდან, 71 კგ წონით კატეგორიაში, ბრწყინვალედ იასპარეზა. ძალოსანმა ატაცში ბრინჯაოს, აკვრასა და ორჭიდში კი ოქროს მედლები მოიპოვა.

კილაძემ საქართველოს რეკორდების დამყარებაც შეძლო - ძალოსანმა ატაცში ქვეყნის სარეკორდო ზღვარი 4 კილოგრამით გაზარდა, აკვრასა და ორჭიდში კი რეკორდი 2 და 8 კილოგრამით გააუმჯობესა. 

„ვულოცავთ დავითს ამ დიდ წარმატებას!“,- სიხარულით აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203