კისისხევის საჯარო სკოლაში მომავალ პირველკლასელებს უმასპინძლეს
24-07-2026

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან განათლებას სთავაზობს და მათ ბედნიერ ბავშვობასა და წარმატებულ მომავალზე ზრუნავს. 

სკოლაში ახალი თაობის მისაღებად უკვე ემზადებიან. სკოლაში მომავალ პირველკლასელებს დიდი სიყვარულით უმასპინძლეს

კისისხევის საჯარო სკოლას მომავალი პირველკლასელები ბაღის აღმზრდელებთან ერთად ესტუმრნენ. გაიცნეს სასწავლო გარემო, კლასის ხელმძღვანელი, მათი პირველი მასწავლებელი თამარ ხუციშვილი, ასევე სკოლის დირექტორი ლიანა ერგემლიძე და სასკოლო საზოგადოება.

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები, მათ საინტერესო საგანმანათლებლო მოგზაურობას დაჰპირდნენ და 15 სექტემბრამდე დიდი სიყვარულით დაემშვიდობნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203