ოთხი მთავარი ცვლილება მასწავლებელთა გამოცდის ჩატარების წესში - მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა
10-08-2026

უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩატარების წესში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ მონაწილე დააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტს.

გარდა ამისა, მინისტრის ბრძანებაში განმარტებულია, რომ შესაძლოა ტესტირება შესაძლოა ორი დღის განმავლობაში ჩატარდეს, თუმცა სპეციალური პროგრამა პირს სისტემაში არ შეუშვებს და არ დაარეგისტრირებს, თუ მას წინასწარ არ აქვს გადახდილი გამოცდაში მონაწილეობის საფასური.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ვალდებულია რეგისტრირებული პირების მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონი და სტატუსი) გადასცეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს. 

საგნობრივი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 დღის ვადაში მტკიცდება წარმატებულ პირთა სია. ეს სია იგზავნება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში სტატუსების დასადგენად, რის შემდეგაც ინფორმაცია აისახება ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203