კორბოულის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ისტორია მუზეუმებში „გაცოცხლდა“
24-07-2026

ქრისტინე ხარშილაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის N1 საჯარო სკოლაში 2025-2026 სასწავლო წელი მეტად საინტერესოდ და ნაყოფიერად წარიმართა. 

სასწავლო პროცესი გაჯერებული იყო მრავალფეროვანი, როგორც საგანმანათლებლო, ისე საზეიმო თუ გასართობი ღონისძიებებით, მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში და აღნიშნავდნენ მნიშვნელოვან თარიღებსა და მოვლენებს. 

მათ შორის, მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს.

17 მაისს, სკოლის საბაზო საფეხურის მოსწავლეები სასწავლო პროექტის ფარგლებში, საჩხერის მუნიციპალიტეტში არსებულ რამდენიმე მუზეუმს ესტუმრნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შემეცნებითი ვიზიტი განხორციელდა სასკოლო კლუბის ინიციატივით და მიზნად ისახავდა მოსწავლეებისათვის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის გაცნობას, შემეცნებითი გამოცდილების გამდიდრებასა და მუზეუმების საგანმანათლებლო მნიშვნელობის წარმოჩენას.

ექსკურსიის განმავლობაში მოსწავლეებმა დაათვალიერეს ექსპონატები, გაეცნენ საინტერესო ისტორიებს, აღმოაჩინეს წარსულის მნიშვნელოვანი კვალი და კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ მუზეუმი არის სივრცე, სადაც ისტორია ცოცხლდება.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ასეთი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში კვლევის, დაკვირვებისა და საკუთარი ქვეყნის კულტურისადმი ინტერესის გაძლიერებას.

„მადლობა სასკოლო კლუბს ინიციატივისთვის და ყველა მონაწილეს — აქტიური ჩართულობისთვის!“,- დასძენენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203