
ქრისტინე ხარშილაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა. პატარებმა წარმატებით ისწავლეს ქართული ანბანი და მათემატიკის საოცარ სამყაროშიც სახალისო აქტივობებით იმოგზაურეს.
სასწავლო წლის მიწურულს კი ბავშვებმა, დამრიგებლის ხელმძღვანელობით, სასწავლო მიღწევები ღონისძიებით აღნიშნეს.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი პროგრამა წარუდგინეს. მათ ლექსების, სიმღერების, შემოქმედებითი ნომრების მეშვეობით წარმოაჩინეს ის ცოდნა და უნარები, რაც პირველი სასწავლო წლის მანძილზე შეიძინეს.
ბავშვებისთვის ღონისძიება დაუვიწყარ მოგონებად იქცა, მასწავლებელი და მშობლები კი სიამაყით აავსო.
ღონისძიების ბოლოს დამრიგებელმა მოსწავლეებს პირველი კლასის წარმატებით დასრულება მიულოცა და სასწავლო მიღწევების დასტურად სიგელები გადასცა.
იხილეთ ფოტოები: