ლაფანყურის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი შესრულება - კულტურის სახლში ანსამბლ „ფერხისას“ სოლო კონცერტი გაიმართა ​
24-07-2026

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურის საჯარო სკოლის მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ეუფლებიან სალოტბარო ხელოვნებას. მოსწავლეები ტრადიციულ ქართულ ხალხურ სიმღერასა და საეკლესიო გალობას სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისას“ შემადგენლობაში სწავლობენ. 

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოკრძალებული და ამასთანავე საკმაოდ შთამბეჭდავი საღამო შედგა.

„ძირძველ ფოლკლორულ ნიმუშებთან ერთად, საგალობლებიც შეასრულეს ბავშვებმა, რომელთა შესრულებისას, თითოეულ ბგერასა და ტონალობაში, იგრძნობოდა უდიდესი პასუხისმგებლობა, რიდი და კრძალვა...

კონცერტს დაესწრო მეუფე აბბა ალავერდელი, მიტროპოლიტი დავითი, თელავის კულტურის სამსახურის წარმომადგენლები, რომელთაც მადლობას ვუხდით დაფასებისთვის და გვერდში დგომისთვის....

მადლობა, ბავშვებს უნიკალური საგანძურის ჩვენამდე მოტანისთვის და ამხელა ბედნიერების განცდისთვის!

თავდაუზოგავი შრომისთვის უდიდეს მადლობას ვუხდით მასწავლებელს, გიორგი ბაზერაშვილსრომელისთვისაც პრიორიტეტი არის ღირსება, უფლის, სამშობლოს და თავისი საქმის სიყვარული, სხვაგვარად ასეთი ტრადიციული, ღირებული და სულიერად მდიდარი ღონისძიება ვერ შედგებოდა!

წარმატებას და წინსვლას ვუსურვებთ ანსამბლ „ფერხისას“!

კიდევ უამრვაჯერ გვასახელეთ, ფშავ-ხევსურებო!

კიდევ მრავალჯერ გამოგვატანეთ საუკუნო საგზალი!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ ანსამბლის წარმატება. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203