დაბა სტეფანწმინდის N1 სკოლის პედაგოგი ქრისტინე გულბათაშვილი პროექტში - „განათლება მწვანე მომავლისთვის“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა
24-07-2026

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი ქრისტინე გულბათაშვილისა და მისი მოსწავლეების პროექტში - „განათლება მწვანე მომავლისთვის“ მიღწეული წარმატება აღინიშნა.

გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს, პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის“ ფარგლებში გამოვლენილი საუკეთესო პედაგოგები დაჯილდოვდნენ. ღონისძიებაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილთან ერთად, პროექტში წარმატებული მონაწილე პედაგოგები დააჯილდოვა.

მათ შორის იყო დაბა სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ქრისტინე გულბათაშვილი, რომელმაც მოსწავლეებთან ერთად აქტიურად და წარმატებით მიიღო მონაწილეობა აღნიშნულ პროექტში. პროექტის ფარგლებში პედაგოგმა პატარებთან ერთად განახორციელა საგანმანათლებლო აქტივობები, რომლებიც ხელს უწყობს ბავშვებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და ბუნებისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.

სკოლის ადმინისტრაცია ულოცავს ქრისტინე გულბათაშვილს მიღწეულ წარმატებას და მადლობას უხდის გარემოს დაცვის მიმართულებით გაწეული მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის.

„ვულოცავთ ჩვენი სკოლის მასწავლებელს, ქრისტინე გულბათაშვილს თავის პატარებთან ერთად პროექტში წარმატებულ მონაწილეობას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203