
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლაში 2025-2026 სასწავლო წელი საინტერესოდ და ნაყოფიერად წარიმართა. პედაგოგები სწავლებისას მიმართავდნენ სხვადასხვა სასწავლო მეთოდებს, სტრატეგიებსა და მრავალფეროვან აქტივობებს, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და სწავლის ხარისხზე აისახა. აღსანიშნავია პროექტებითა და პრეზენტაციებით სწავლება, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება და მათ დიდი ინტერესსაც იმსახურებს.
მათ შორის ხელოვნების შესწავლისას, სკოლის VIII კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები ცნობილ მხატვრებზე და კლასის წინაშე PowerPoint-ის დახმარებით მომზადებული ვიზუალური მასალის სახით წარადგინეს.
მოსწავლეებმა იმუშავეს შემდეგ თემებზე:
• მარიამ ფაჯიშვილი — ლეონარდო და ვინჩი;
• ნინო ელოშვილი — გუსტავ კლიმტი;
• გიორგი ქოჯური — იან ვერმეერი;
• ნოდარ გავაშელი — ედვარდ მუნკი;
• გიგია სისაური — ამადეო მოდილიანი;
• მინდია გუჯარაიძე — მიქელანჯელო;
• მარიამ ღუდუშაური — ვინსენტ ვან გოგი.
მოსწავლეებმა ისაუბრეს მხატვრების ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, გააცნეს თანაკლასელებს მათი გამორჩეული ნამუშევრები და მხატვრული სტილი.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აღნიშნული აქტივობა ხელს უწყობს მოსწავლეთა შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, პრეზენტაციის უნარების დახვეწასა და ხელოვნების მიმართ ინტერესის გაღრმავებას.
სასწავლო პროცესს პედაგოგი ლონდა მაისურაძე ხელმძღვანელობდა.