გუდაურის საჯარო სკოლის მოსწავლე ანა მარია ჯაღმაიძე გარემოსდაცვით თემაზე გამოცხადებული შემოქმედებითი კონკურსის გამარჯვებულია 
24-07-2026

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლის მოსწავლე - ანა მარია ჯაღმაიძემ, მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა. მან დაცული ტერიტორიების მიერ გამოცხადებულ კონკურსში - „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ - მიიღო მონაწილეობა და ნომინაციაში -„საუკეთესო ესე“ გაიმარჯვა.

ანა მარიას ნამუშევარმა ჟიურის ყურადღება თემისადმი განსაკუთრებული ხედვით, შემოქმედებითი მიდგომითა და ბუნების დაცვის მნიშვნელობის გააზრებით მიიპყრო. ახალგაზრდა ავტორმა საკუთარ ესეში წარმოაჩინა გარემოს დაცვის მნიშვნელობა და გაუსვა ხაზი, რომ ბუნების დაცვა თითოეული ადამიანის საერთო პასუხისმგებლობაა.

სკოლის დირექცია და პედაგოგები ულოცავენ ანა მარიას ამ მნიშვნელოვან მიღწევას და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„ვულოცავთ, ჩვენი სკოლის მოსწავლეს მიღწეულ წარმატებას. ძალიან გაგვახარე ანა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203