
წალკის მუნიციპალიტეტის დაბა ბედიანის საჯარო სკოლაში 2025-2026 სასწავლო წელი საინტერესოდ და ნაყოფიერად წარიმართა. საგნობრივ სწავლებასთან ერთად, მოსწავლეები ჩართულნი იყვნენ სხვადასხვა ღონისძიებებში აქტივობებში, შემეცნებით ინიციატივებსა თუ კონკურსებში, აქტიურად აღნიშნავდნენ მნიშვნელოვან თარიღებსა და მოვლენებს.
რაღა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ქართული ენის დღეს. თარიღთან დაკავშირებით, უფროსკლასელებს შორის კონკურსი ჩატარდა. კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებმა საინტერესო ნაშრომები წარმოადგინეს. საუკეთესოდ კი დასახელდა მეთერთმეტე კლასის მოსწავლის - შოთა სანაიას ნაშრომი - „ქართული ენის დაცვის კონცეფცია“ (ხელმძღვანელი მასწავლებელი: ლ. თურმანაული).
სასკოლო ეტაპის შემდეგ, მოსწავლის თემა სახელწოდებით - „რა ენა წახდეს...“ წალკის მუნიციპალურ ტურში გაიგზავნა, სადაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ნამუშევარი ერთ-ერთ საუკეთესოდ იქნა აღიარებული, მოსწავლე კი დიპლომით დაჯილდოვდა.
„ვულოცავთ, შოთას და მის ხელმძღვანელ მასწავლებელს - ლელა თურმანაულს ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებთ მათ მომავალ წინსვლას!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეთა ჩართულობას სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში ყოველთვის ახალისებენ.